საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
ამის შესახებ ფორმულა ინფორმაციას რამდენიმე დღის წინაც ავრცელებდა.
მაღლაფერიძემ ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.
ამასთან, მან გამორიცხა პოლიტიკური გეგმები და თქვა, რომ მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებდა.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 2017 წელს გახდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზია GDS-ზე მუშაობდა.